2018 წლის 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) მასპინძლობს პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ დონოვან რიპკემას, რომელიც ორ კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, გამართავს ლექციებს ადგილობრივი და ამერიკელი სტუდენტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის თემაზე.
დონოვანი რიპკემა - პროფესორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ისტორიული დაცვის დეპარტამენტი, „მემკვიდრეობის სტრატეგიები“- საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი. რიპკემა არის ავტორი The Economics of Historic Preservation, რომელიც ამჟამად ითარგმნება ქართულ ენაზე. მის პარტნიორებში შედიან ისეთი ორგანიზაციები როგორბიცაა: მსოფლიო ბანკი, ამერიკის განვითარების ბანკი, ევროპის საბჭო და სხვა ქვეყნები, იგი კონსულტაციებს უწევს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას.
სტუდენტთა ქართულ-ამერიკული ჯგუფი, გაეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე მოამზადებენ რეკომენდაციებს ისტორიული მემკვიდრეობების შენარჩუნების, როგორც ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტის შესახებ.