ურბანული განრიგი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, პენსილვანიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით გთავაზობთ 2 კვირიან სერტიფიცირებულ პროგრამას ურბანულ განრიგზე.
პროგრამის აღწერილობა და ამოცანები
საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის შეძენას და გაეროს საცხოვრისის (ჰაბიტატის) ინდიკატორების ურბანულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში გამოყენებას. ქართველი სტუდენტებს ექნებათ საშუალება ისწავლონ ამერიკელ სტუდენტებთან ერთად და ჩაატარონ კვლევა, როგორ შეიძლება ურბანული განრიგის გამოყენება თბილისში. პროგრამის დასასრულისთვის სტუდენტებს ეცოდინებათ:
- რა როლს ასრულებს კულტურული მემკვიდრეობა მრავალმხრივ
მდგრადი განვითარების პროგრამაში
- როგორ უუნდა შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო ვალდებულებები ახალი ურბანული განრიგის გათვალისწინებით.
პროგრამის ფორმატი: პროგრამა იყენებს ორ ძირითად მიდგომას: ლექციები და მასტერკლასები. მსმენელები მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად. პირველი კვირა მოიცავს ლექციებსა და ტურებს, მოწვეული სტუმრების და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო ლექციებს. მეორე კვირა მიეძღვნება აქტიური კვლევის ჩატარებას გუნდებში, რომლებიც დაკომპლექტებულია პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
ტრენინგი გრძელდება 25 მაისიდან 8 ივნისამდე, 9 საათიდან 16 საათამდე.
კულტურული ღონისძიებები: მცხეთაში ვიზიტი
კურსის ღირებულება: კურსში მონაწილეობა უფასოა რადგან ფინანსდება ჯიპას და პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ.
მისაღები პროცედურები: განაცხადები მიიღება ელფოსტაზე: lasha.lobjanidze@gipa.ge.
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის24 მაისი, 2018.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 200 სიტყვა). განცხადების მიღების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ დამადასტურებელ იმეილს. კანდიდატების შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
სერტიფიკატი: პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურდამთავრებულებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატი, გაცემული პენსილვანიის უნივერსიტეტისა და ჯიპას მიერ.
კურსის კოორდინატორები: საქართველოს მხრიდან_ პროფესორი ცირა ელისაშვილი საჯარო მმართველობისა დაადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამების ხელმძღვანელი. ჯიპას კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი, ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარის“ ერთერთი დამფუძნებელი და მმართველი.
ა.შ.შ-ს მხრიდან_ დონოვან რიპკემა_პროფესორი, ისტორიული დაცვის დეპარტამენტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი. საერთაშორისო მემკვიდრეობის სტრატეგიის ცენტრის პრეზიდენტი.