GIPA DocU 2014-ს გამარჯვებული გამოვლინდა

22 ნოემბერი, 2014

20-21 ნოემბერს სტუდენტური დოკუმენტური ფილმების ჩვენება GIPA DocU 2014 წელს მესამედ გაიმართა და მას ყოველწლიური სახე აქვს.

რვა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელებიც ფესტივალის სტუმრებმა და ჟიურიმ შეაფასა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტების მიერ მომზადდა.

ღონისძიებას დაესწრნენ ა.შ.შ-ს საელჩოს, USAID-ის, IREX Georgia-ს, კინოცენტრის წარმომადგენლები და სხვა სპეციალურად მოწვეული სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, საელჩოებიდან, საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორიდან.

ფილმები, რომელთა ნაწილის წარმოებაც IREX Georgia-ს მიერ დაფინანსდა, სტუდენტებმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმის კლასის ფარგლებში, რომელსაც ნინო ორჯონიკიძე და თიკო ნაჭყებია ხელმძღვანელობდნენ.

საუკეთესო ფილმი 21 ნოემბერს 19:00 საათზე დაასახელა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაც ასეთი იყო:

ნანა ექვთიმიშვილი - რეჟისორი

ქეთი მაჭავარიანი - რეჟისორი

ირინა დემეტრაძე - კინომცოდნე

ლევან ადამია - რეჟისორი

გამარჯვებულმა სტუდენტმა გიორგი ჩაგელიშვილმა ჯიპას მიერ დაწესებული ფულადი პრიზი - 1500 ლარი მიიღო.

GIPA DocU 2014 გამარჯვებულები:

Best documentary film:
'A FRIEND' by Giorgi Chagelishvili

Jury special mention: 
'A FAMILY ALBUM' by Hovhannes Ishkhanian
'IMAGES OF WAR' by Ani Mejlumyan

Best Pitch:
'SHANKHAI IN BAKU' by Bayram Isgandarov 

Jury special mention for the best documentary project:

'LEFT INSIDE' by Sona Simonyan
'SLAVIK'S PROTEST' by Anushik Avetyan

<div style="width:650px;height:450px;text-align:center;margin:auto;" ><object width="650" height="450" classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000"  codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"> <param name="flashvars" value="offsite=true&amp;lang=en-us&amp;page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157648995416159%2Fshow&amp;page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157648995416159%2F&amp;set_id=72157648995416159" /> <param name="allowFullScreen" value="true" /> <param name="src" value="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649" /> <embed width="650" height="450" type="application/x-shockwave-flash" src="https://www.flickr.com/apps/slideshow/show.swf?v=71649" flashvars="offsite=true&amp;lang=en-us&amp;page_show_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157648995416159%2Fshow&amp;page_show_back_url=%2Fphotos%2Fgipacsjmm%2Fsets%2F72157648995416159%2F&amp;set_id=72157648995416159" allowFullScreen="true" /> </object><br /><small>Created with <a href="http://www.flickrslideshow.com">flickr slideshow</a>.</small></div>