საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიუტის (GIPA) ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობების დანერგვა და გაძლიერებაა.
ერთ წლიანი მოლაპარაკების შემდეგ, GIPA-მ მორიგი პარტნიორობა დაამყარა ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან, რომელიც ბიზნესის და ეკონომიკის სფეროში პოლონეთის მასშტაბით ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტია.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაემგზავრონ ვარშავაში ერთი სემესტრის სრულად გასავლელად.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამების გარდა, თანამშრომლობა ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
- ერთობლივი კვლევები და პუბლიკაციები
- ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება
- ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავება
სტუდენტთა გაცვლის შეთანხმების მიხედვით, GIPA ასევე ელის სტუდენტებს პოლონეთიდან. მხარეებს შეუძლიათ ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, ყოველწლიურად გაზარდონ სტუდენტების ურთიერთმიმოსვლის რიცხვი.