22 აპრილს GIPA მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გარემოსდაცვით მოძრაობას შეუერთდა, რომელიც ყოველწლიურად აღნიშნავს “დედამიწის დღეს” და ხმას იმაღლებს გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებზე. თბილისის საკრებულოში გაიმართა მრგვალი მაგიდა/პანელური დისკუსია, თემაზე „ნარჩენების სეპარაცია მუნიციპალური გამოწვევები“. მრგვალი მაგიდის პანელისტები: • გიგა გიგაშვილი - თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი • თამარ შარაშიძე - გარემოს დაცვის თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე • კახა რუხაია - CENN (WMTR - ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში პროექტი) • ალვერდ ჩანქსელიანი - ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო • გიორგი გულიაშვილი, ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი • მოდერატორი - ხათუნა ჩიკვილაძე, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის ექსპერტი ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ფოტო კონკურსის “Stop Plastic Waste” ფოტო გამოფენას, რომლის მიზანიც პლასტიკური ნარჩენების და 4R პრინციპის (Reuse, Reduce, Recycle, Re-purpose) შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გლობალურ საკითხებში ჩართულობაა“. გამარჯვებულები: I ადგილი - გიორგი ხარძიანი - 1000 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიაში II ადგილი - დავით ბილიხოძე - 600 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიაში III ადგილი - ბექა გიორგაძე 400 ლარიანი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიაში ღონისძიების პარტნიორები არიან თბილისის მერია და WMTR II Program, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID–ის მხარდაჭერით.