ჯორჯიის უნივერსიტეტი (ა.შ.შ.) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ერთად (თბილისი), აცხადებს მიღებას საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის.კვლევების ტრენინგ პროგრამაზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს, სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგების მკვლევარებს.
შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ საერთაშორისო აღიარების და კვალიფიკაციის მქონე პროფესორებთან, რათა გაიუმჯობესონ კვლევის უნარები. პროგრამის საბოლოო მიზანი გახლავთ მონაწილეთა მიერ შესრულებული, საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის დარგის კვლევების შედეგების გამოქვეყნება საერთაშორისო რეცენზირებად აკადემიურ ჟურნალებში. პროგრამის სამუშაო ენა არის ინგლისური.
პროგრამა ერთწლიანია და მოიცავს:
▪ ერთთვიან ინტენსიურ სემინარებს შემდეგ საკითხებში: კვლევის მეთოდები, კვლევის პროექტის გეგმის შემუშავება, კვლევის ჩატარება და შედეგების გამოქვეყნება.
(2018 წლის ივლისი)
▪ ჯორჯიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მხრიდან ონლაინ კონსულტაციებს და მენტორობას პროგრამის მონაწილეებისათვის, ვინც კვლევით პროექტებზე იმუშავებს და კვლევის შედეგებს გამოსაქვეყნებლად მოამზადებს.
(2018 წლის აგვისტო-ნოემბერი)
▪ პროგრამის მონაწილეთათვის ჩატარდება ხუთდღიანი ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები, რათა წარმოადგინონ თავიანთი კვლევები და დეტალური კონსულტაციები მიიღონ.
(2018 წლის დეკემბერი)
▪ პროგრამის მონაწილეთა მიერ შესრულებული კვლევის შედეგების საბოლოო ვერსიებს რეცენზირებას გაუწევენ ჯორჯიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, იმის დასტურად, რომ ნაშრომები მზად არის გამოსაქვეყნებლად.
▪ პროგრამის დასასრულს მონაწილეები გააგზავნიან თავიანთ ნაშრომებს საერთაშორისო აღიარების მქონე რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას სატრანსპორტო და სხვა ხარჯების დასაფარად.
სტიპენდია
სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს 500 აშშ დოლარს. სტიპენდიის ნახევარს მონაწილეები მიიღებენ ივლისის სემინარების დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარს 2018 წლის დეკემბერის სესიის დასასრულს. სტიპენდიის მიღების წინაპირობა გახლავთ მონაწილის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სივი და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი ჯორჯიის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის დეპარტამენტში შემდეგ მისამართზე: kellough@uga.edu.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროგრამის განრიგი და დამატებითი დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულში