განათლების მულტიმედია ცენტრი (MEC) არის უნიკალური სივრცე თბილისის ცენტრში, რომელიც ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტუდენტებს საშუალებას აძლევს იმუშავონ სრულად აღჭურვილ მულტიმედია გარემოში. MEC-ში სტუდენტებს შეუძლიათ გადაღება, დამონტაჟება, გადაცემების ჩაწერა, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობა და ა.შ.
MEC არის პრაქტიკულ სამუშაოზე მორგებული ცენტრი, სადაც სტუდენტები არსებული ტექნიკის დახმარებით სრულყოფილ პროფესიონალურ კონტენტს ქმნიან. გამომდინარე იქიდან რომ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ლექციების დიდი ნაწილი ამ ცენტრში იმართება, სტუდენტები თავიანთი დროის დიდ ნაწილს სწორედ MEC-ში ატარებენ და გარდა სწავლისა თავიანთ პროექტებზე მუშაობენ.
განათლების მულტიმედია ცენტრი G-MEDIA პროგრამის ნაწილია, რომელსაც IREX-ი USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს.