საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენმა ხატია ნიკოლაიშვილმა და მეორე კურსის სტუდენტებმა ლაშა ლობჯანიძემ, თედო სანიკიძემ და ხატია ლაბაძემ, 2018 წლის 3 მარტს მონაწილეობა მიიღეს NASPAA-ს მიერ ორგანიზებულ 2018 NASPAA-Batten Simulation Competition -ში, რომელიც გაიმართა, უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლაში და ეხებოდა ვირტუალურად შექმნილ სახელმწიფოში (რომელიც რეალური ქვეყნების მაგალითზე იყო დაფუძნებული) მთავრობის მხრიდან პანდემიების მართვის სიმულაციას (Global Health Security Game) შეჯიბრის შედეგად GIPA-ს სტუდენტმა ხატია ლაბაძემ და მისმა გუნდმა ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. ღონისძიებაში GIPA-ს მმართველობის სკოლის სტუდენტებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ ევროპის 20-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტების 40-მდე წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში თედო სანიკიძემ და ლაშა ლობჯანიძემ შეხვედრები გამართეს NASPAA-ს წარმომადგენლებთან რა დროსაც განიხილეს GIPA-სა და NASPAA-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, შეხვედრაზე განხილული იყო 2019 წელს NASPAA-ს მსგავსი ღონისძიების საქართველოში ჩატარების საკითხი, ასევე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რამოდენიმე კვირაში NASPAA GIPA-ს სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომს გახდის სიმულაციის პორტალს, რომელიც გამოყენებული იქნა აღნიშნული შეჯბრის დროს, რის შემდეგადაც GIPA-ს მართველობის სკოლის სტუდნეტებისთვისაც შესაძებელი გახდება აღნიშნული სიმულაციის ჩატარება.