• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    06 ნოემბერი, 2014

    მართლმსაჯულების სახლში, 6 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი  სკოლის დირექტორ ლაშა მაღრაძესა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, GIPA-ს შორის გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

    მემორანდუმის ფარგლებში სკოლა უზრუნველყოფს საჯარო (უფასო) ლექციების ჩატარებას იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის სტუდენტებისთვისპრიორიტეტი მიენიჭება უნივერსიტეტების მიერ ინიცირებულ თემებს და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე.

    მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ასევე განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს წინასწარ შეთანხმებულ თემებზე.