ა/წ 23 თებერვალს GIPA-ს მმართველობის სკოლას სტუმრად ეწვია მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ევროპის და აზიის რეგიონში ბატონი ჰანს ტიმერი. სტუმარმა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების კონტექსტში საჯარო პოლიტიკის რეფორმის საჭიროებებზე. მთავარმა ეკონომისტმა მიმოიხილა ე.წ. საზიარო ეკონომიკის პოტენციალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის ზრდის კონტექსტში და ისაუბრა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ფართო პროლიფერაციის გამომწვევ მიზეზებზე საქართველოში. ის ასევე შეეხო საწარმოო პროცესის ავტომატიზაციას და მასთან დაკავშირებულ უმუშევრობის ზრდის საფრთხეებს