საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდმა კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა Willem C. Vis-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების თბილისის მეშვიდე მოსამზადებელ ეტაპზე.
Willem C. Vis-ის სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისსტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდანყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებს მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდი Willem C. Vis-ის სახელობის შეჯიბრში თბილისის მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებულ მონაწილეობას უკვე მეოთხე წელიწადია იღებს. წლევანდელი შეჯიბრის ფარგლებში GIPA-ს გუნდი რომელიც შედგება ქეთევან ქორქიას, მარიამ სურგულაძის, თამარ ოქრუაშვილისგან, შეხვდა Bucerius Law School, French University of Armenia, University of Passau, Baku State University და University of Hamburg უნივერსიტეტების გუნდებს. მათ არბიტრებისგან მაღალი ქულები და დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის მონაწილემ - მარიამ სურგულაძემ, თბილისის მოსამზადებელ ეტაპზე დაიმსახურა საუკეთესო მომხსენებლის ტიტული.
GIPA მადლობას უხდის გუნდის მწვრთნელებს, მიხეილ შათაშვილს, ხატია გოგილაშვილს და თათია ბეჭვაიას გაწეული დახმარებისთვის.
უნივერსიტეტის მხარდაჭერით, GIPA-ს გუნდი 2018 წლის მარტში ვენაში, ფინალურ შეჯიბრზე გაემგზავრება.
ვუსურვებთ GIPA-ს გუნდს წარმატებას ფინალურ თამაშებზე ვენაში!