• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • Google-ის თანამშრომლების შეხვედრა GIPA-ს სტუდენტებთან

    30 ოქტომბერი, 2014

    31 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის Frontline Club-ში კომპანია LeavingStone-ისა და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, ღია საჯარო სემინარებს გამართავენ Google-ის თანამშრომლები მეთიუ საზერნი და ჯეი პატელი. სემინარები ციფრული და საძიებო სისტემის მარკეტინგს დაეთმობა, უფრო კონკრეტულად კი ამ მიმართულებით Google-ის პროდუქციის ეფექტურ გამოყენებას. სემინარების დასრულების შემდეგ გაიმართება 

    კითხვა-პასუხის სესია, სადაც მეთიუ და ჯეი უპასუხებენ შეკითხვებს, როგორც ციფრული მარკეტინგის, ასევე ზოგადად Google-ის პროდუქტების შესახებ.

    სემინარზე დასწრება თავისუფალია. 

    მისამართი: ლადო ასათიანის 64 (სოლოლაკი), Frontline Club Georgia. http://www.frontlinegeorgia.ge