სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ - გამარჯვებული ჯიპას სტუდენტი გახდა

30 ოქტომბერი, 2014

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ - გამარჯვებული ჯიპას სტუდენტი ქეთი მეფარიძე

25 ოქტომბერს ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი გაიმართა, პირველი ადგილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი კურსის სტუდენტმა ქეთი მეფარიძემ, მოთხრობა ”კუნძულ კოენესთვის” მიიღო.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდა და მასში წელს თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთნენ.
კონკურსის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპანია „ჯეოსელი„.