2018 წლის 17 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა დისკუსია, რომელსაც 70-მდე სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.
დისკუსია ეხებოდა საჯარო მმართველობის რეფორმის როლი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში.
დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ექსპერტები ნინო დოლიძე (კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი) და ლიზა სოფრომაძე (თვითმმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი). მათ წარმოადგინეს აკადემიური ხედვა შემდეგ თემებზე: ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სექტორში და ეფექტური მმართველობის დამკვიდრება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
დისკუსია ორგანიზებული იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.