დღეს, GIPA-სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ერთის მხრივ, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების და მეორეს მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მემორანუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალამაძემ. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და დაიგეგმასამომავლო პროექტები. აღსანიშნავია, რომ GIPA ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.