ჯიპა გთავაზობთ, მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო პროგრამას, ორი სპეციალიზაციით:
ვებ პროდუქტები და მობილური აპლიკაციები
იმ საქმის დიდ ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. აღარავინ აწარმოებს გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში, ამას ხომ ჩვენს მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დღეს, ერთი ცალკე აღებული კომპანაია უფრო მეტ ახალ ამბავს აგენერირებს ვიდრე ტელევიზია, თხუთმეტი წლის წინ. დღესაც კი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. იქნებ, დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების, უფრო სწორად კი კომპიუტერულ კოდებთან მუშაობის (coding) შესწავლის დროა?
კურსების მიზანია
კურსის მიზანია მსმენელებს წარმოდგენა შეუქმნას იმ კომპიუტერულ ენებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ვებგვერდის, ვებ სერვისის ან მობილური აპლიკაციის შექმნა. მისცეს მსმენელებს საბაზისო ცოდნა კომპიუტერულ პროგრამირებაში, შეასწავლოს IT პროექტების მართვის უნარები. მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლოეს ტექნოლოგიებს. კურსის ბოლოს ერთი თვის განმავლობაში პროფესორების დახმარებით შექმნიან საკუთარ პროექტებს (ვებგვერდი, ვებსერვისი, მობილური აპლიკაცია).
კურსის მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას თუ როგორ შექმნან ვებ გვერდი ან მობილური აპლიკაცია, როგორ მართონ ვებ გვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული პროექტები. ისინი ისწავლიან როგორ დაგეგმონ და უხელმძღვანელონ სხვადასხვა სახის IT პროექტებს.
მედია ინჟინერიის სასერტიფიკატო კურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ შემდეგ მისამათზე:
ინფორმაცია კურსში შემავალი საგნების შესახებ:
კურსისი facebook გვერდი: https://www.facebook.com/MediaEngineeringatGIPA