• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA აცხადებს მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე

    13 ოქტომბერი, 2014

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე.

    დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები: 

    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქ
    • პროფესიული ბიოგრაფია (CV)
    • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს სოციალური მეცნიერებების დარგში)
    • ნიშნების ფურცელი
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • ერთი ფოტოსურათი 3X4 - ზე
    • სადოქტორო კვლევის თემის მოკლე აღწერა. (საკვლევი თემის მნიშვნელობა, სამეცნიერო სიახლე, კვლევაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა, დაახლოებით 500 სიტყვა). იხილეთ ფორმა
    • ბი 2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. (თუ ასეთი არ არსებობს ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში)

    შიდა მისაღები პროცედურები:

    - გამოცდა ინგლისურ ენაში

    - გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

    შერჩევის კრიტერიუმები:

    - მოტივაცია

    - სადოქტორო კვლევის თემის სამეცნიერო სიახლე/აქტუალობა

    - პროფესიული ბიოგრაფია

    - გამოქვეყნებული პუბლიკაციები/შესრულებული კვლევები

    საბუთების მიღება მიმდინარეობს 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, იეთიმ გურჯის ქ #7, კვლევის დეპარტამენტი, სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა. 

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: პროგრამის კოორდინატორს ნათია ჭიღვარიას natia@gipa.ge 595659556 

    შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.