GIPA აცხადებს მიღებას აგროეკოლოგიის სერტიფიცირებულ კურსზე

06 ოქტომბერი, 2014

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები, ცხადყოფს, რომ ქართულ პროდუქციას აქვს პოტენციალი თავი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზარზე, როგორც ეკოლოგიურად სუფთა საქონლისა და მომსახურების ექსპორტიორი ქვეყანა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (GRDP), გთავაზობთ სამთვიან სერტიფიცირებულ კურსს აგროეკოლოგიაში. პროგრამის მიზანია მოიზიდოს აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, უზრუნველყოს მათი მომზადება აგროეკოლიგიის თანამედროვე საკითხებში. 

სასწავლო პროცესის განმავლობაში მსმენელები გაიზიარებენ იმ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც უპასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს გარემოსადმი უვნებელი წარმოების, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნისა და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებობას. ისინი გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას და დაეუფლებიან თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გახდნენ ინოვატორები და კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. 

კურსი შემუშავებულია GIPA-ს ლექტორების და პრაქტიკოსი მენეჯერების მიერ, განათლების თანამედროვე სტანდატებზე დაყრდნობით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://goo.gl/aHEU7b