საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (GRDP), გთავაზობთ სამთვიან სერტიფიცირებულ კურსს აგრობიზნესის მენეჯმენტში.
პროგრამის მიზანია მოიზიდოს აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები, უზრუნველყოს მათი გადამზადება და გაუღრმავოს თეორიული ცოდნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცესის განმავლობაში მსმენელები მიიღებენ იმ საჭირო ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია წარმატებული აგრო ბიზნესის დაგეგმვისა და მართვისთვის. ისინი გაეცნობიან საერთაშორისო პრაქტიკას და დაეუფლებიან თანამედროვე მიდგომებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გახდნენ კონკურენტუნარიანები, როგორც სასოფლო-სამეურნეო შრომის ბაზარზე, ასევე კერძო სამეწარმეო საქმიანობაში.
კურსი შემუშავებულია GIPA-ს ლექტორების და პრაქტიკოსი მენეჯერების მიერ, განათლების თანამედროვე სტანდატებზე დაყრდნობით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://goo.gl/lc2EAw