GIPA-ს საჯარო მმართველობა vs საქართველოს პარლამენტი

20 ივნისი, 2017

GIPA-სა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა 18 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და GIPA-ს საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტებს შორის საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა. ამხანაგური მატჩი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად გაიმართა. აქციის სლოგანია “კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც“. ამხანაგურ შეხვედრაზე ერთმანეთს მომავალი და მოქმედი საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ. ამხანაგურ მატჩსა და მის მიზანზე სტუდენტები და მთავრობის წარმომადგენლები ბოლო პერიოდის განმავლობაში, GIPA-ში მიმდინარე შეხვედრების ციკლის პერიოდში შეთანხმდნენ, რომელთა ფარგლებშიც პარლამენტარები საჯარო მმართველობის სტუდენტებს ხვდებოდნენ და დისკუსიის რეჟიმში განიხილავდნენ მიმდინარე და აქტუალურ თემებს. შეხვედრა პარლამენტარების გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. გუნდების შემადგენლობა: საქართველოს პარლამენტი: 1. არჩილ თალაკვაძე 2. მამუკა მდინარაძე 3. ზაზა ხუციშვილი 4. მიხეილ ყაველაშვილი 5. ლევან კობიაშვილი 6. ბექა ნაცვლიშვილი 7. გიორგი კახიანი 8. კობა ნარჩემაშვილი GIPA 1. გიორგი ჯაბადარი 2. ანდრო აბაშიძე 3. თორნიკე ფაღავა 4. თორნიკე გაბლიშვილი 5. თედო სანიკიძე 6. ლევან ყურაშვილი 7. ლევან ბუცხრიკიძე 8. ცოტნე გუნავა აღნიშნული მატჩით საფუძველი ჩაეყარა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ მიმართულ აქციას - “კანონი ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე, იზრუნე შენც”, რომლის ფარგლებში პარლამენტარები გააგრძელებენ შეხვედრებს ახალგაზრდებთან, ხოლო სტუდენტებსs მომავალი თამაში დაგეგმილი აქვთ დიპლომატებთან.