GIPA-ფრიდმანის პრიზი 2017

13 ივლისი, 2017

პულიცერის ჯილდოს მფლობელმა ჟურნალისტმა ჯოშ ფრიდმანმა 2017 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომების ავტორებს ჯიპა-ფრიდმანის პრიზი 13 ივნისს საზეიმოდ გადასცა. 2017 წელს საკონკურსოდ 18 აპლიკანტმა 33 ნამუშევარი წარმოადგინა, საიდანაც ჟიურიმ ექვსი საუკეთესო ნაშრომი გამოარჩია. ჟიურის წევრები იყვნენ: მაკა ანთიძე, მაია მიქაშავიძე, სოფიკო მეგრელიძე, ზვიად ქორიძე, აკაკი გოგიჩაიშვილი, ჯანა ჯავახიშვილი. 1. ჯიპა-ფრიდმანის ფულადი ჯილდო,(500 ევრო) სპეციალური ვერცხლის პრიზი და სიგელი; ერგო ნამუშევარს -“რუსთავი 2- ის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახს, მერიამ 1 მილიონი ლარის ქონება მისცა”, ავტორი: ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია რუსთავი 2 ნატა ნაზღაიძემ რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავდროულად, მისმა ძმამ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი მიიღო. 2. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა (500 ევრო) და სიგელით დაჯილდოვდა ნამუშევარი: “ქართული ცხვრის გასაჭირი” ავტორი: ცქრიალა შერმადინი, სტუდია “მონიტორი” ქართული ცხვრის ექსპორტი, ბიზნესი რომელიც 2009 წლიდან წარმატებულად ვითარდებოდა. ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესწრეების ყურადღება მიიპყრო. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო და მეცხვარეების საქმე უკან წავიდა. 3. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა (250 ევრო) და სიგელით დაჯილდოვდა ნამუშევარი: “პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ” ავტორი: ნათიაჩეხერია, სტუდია “მონიტორი”. ლაშა ბახუტაშვილი პოლიციამ 0.00009 გრამი დეზომორფინისთვის დააკავა.მის დაკავებაში მონაწილეობა მეგობარმა ბესო ხუციშვილმა მიიღო. როგორც ის ყვება, სამართალდამცველები მას ლაშასთვის ნარკოტიკის ჩადებას აიძულებდნენ. 4. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა (250 ევრო) და სიგელით დაჯილდოვდა ნამუშევარი: “ აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში 2, სტუდია “მონიტორი”. ფილმში მოთხრობილია 2015-2016 წლებში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული 8 მოხელის შესახებ, რომელთა საქმეებშიც ერთი და იგივე პიროვნება ივანე ლომსაძე ფიგურირებს. ადვოკატებმა პროკურატურას ერთი მოწმის მრავალ საქმეში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინეს, თუმცა პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება. 5. ჯიპა-ფრიდმანის საპატიო ჯილდო მიიღო ნამუშევარმა: “ბავშვები ჩვენი რელობიდან”. ავტორი: სალომე ცეცხლაძე. სტუდია “მონიტორი”. ქუჩებში ასობით ბავშვი მათხოვრობს. ხელისუფლება პრობლემას ვერ აგვარებს. კრიმინალი, ძალადობრივი გარემო და განათლების პრობლემები - გარემო, სადაც ბავშვებს დღემდე უწევთ არსებობა. 6. ჯიპა-ფრიდმანის საპატიო ჯილდო მიიღო ნამუშევარმა: “რა მოხდა გორის გვირაბთან. ავტორი: გიორგი გვიშიანი, ტელეკომპანია რუსთავი 2 სიუჟეტში მოთხრობილია საბედისწერო მოვლენებისა და პოლიციის გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. პირველად საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჯიპა-ფრიდმანის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად 2012 წელს დაარსა. საპრიზო ფონდი 1500 ევროს შეადგენს. ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია აქ: www. Investigate.ge; https://sites.google.com/view/friedman2017 პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი. ჯოშ ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good ვიცე თავდჯომარე, Protect Journalists - ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma - ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer - ის რეპორტიორი.