პატარა ნიკოლოზის დასახმარებლად

18 ივლისი, 2017

17 ივნისს გეგეშიძის ბაღში, GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ელენე ძაგნიძის ინიციატივით დაიგეგმა და ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება. ღონისძიებაზე გაიყიდა სტუდენტების ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული. შეგროვილმა თანხამ 1000 ლარს მიაღწია. დიდ მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, რომელმაც შეიტანა წვლილი ამ აქციაში და იმედს ვიტოვებთ რომ სიკეთე გადამდებია.