2016 წლის, 16 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დიპლომების გადაცემის 22-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა, საქართველოში ა.შ.შ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსმა და სხვებმა. უკვე 22 წელია, რაც GIPA საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში წარმატებით მოღვაწეობს. დაარსებისთანავე ინსტიტუტმა თავი მოუყარა სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სამსახურის, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს. არსებობის 22 წლის განმავლობაში ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევებისა და ტრენინგების მეშვეობით ინსტიტუტმა თავისი წვლილი შეიტანა როგორც ეფექტური მმართველობის განვითარებაში სახელმწიფო, მუნიციპალურ და დგილობრივ დონეზე საქართველოში, ასევე დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებაში.