ა/წ. 11 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს სტუმრად ეწვია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. სტუმარმა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსელებთან შეხვედრაზე განიხილა სოციალური თანასწორობის როლი ლიბერალური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში; თუ რა როლი უჭირავს საჯარო პოლიტიკის დიზაინის დროს, შეზღუდული რესურსების პირობებში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვას - სოციალური სამართლიანობის მიზნების მისაღწევად.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა ასევე უპასუხა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.