• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • კონფერენცია - „მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოში“

    12 დეკემბერი, 2017

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით 9-10 დეკემბერს, Rooms Hotel Kazbegi-ში, გაიმართა კონფერენციას თემაზე  „მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოში“.

    ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ოთხი პანელი და შესაბამისად მოიცავდა მდგრადი განვითარების საკითხებს: მმართველობა, ეკონომიკა, გარემოს დაცვა და საზოგადოება.

    ღონისძიება გახსნეს:

    მაკა იოსელიანი GIPA-ს რექტორი.

     დავით რაქვიაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

     შომბი შარპი - საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე;

     

    სხვადასხვა პანელის განმავლობაში გამომსვლელებს შორის იყვნენ ამჟამინდელი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვდასხვა დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძოდ:

    მმართველობის პანელი:

    ანა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი;

    გიორგი ვაშაძე - სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველო“ ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე

    ელისაბედ სოფრომაძე - ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, GIPA

    საბა ბუაძე - ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, IDFI

     

     

    ეკონომიკის პანელი:

     

    ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;

    ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

    გიორგი ხიშტოვანი - კვლევითი ცენტრის დირექტორი PMCG;

    არჩილ გერსამია - GIPA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, ეკონომისტი;

     

    გარემოს პანელი:

    გიზო ჭელიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის უფროსი;

    დავით შარიქაძე - ენერგეტიკის სმაინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი;

    კახა ბახტაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“, დამფუძნებელი და დირექტორი;

     

    საზოგადოების  (society) პანელი:

     

    მარინე ჩიტაშვილი - განათლების ხარისხის განვითარების სააპელაციო საბჭოს წევრი, განათლების ექსპერტი, პროფესორი;

    ნატა კაკაბაძე - ექსპერტი, რეგიონული განვითარების პროგრამა;

    ნატო ალხაზიშვილი - ექსპერტი მდგრადი განვითარების საკითხებში, GIPA;

     

     

    კონფერენციის ბოლოს პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციებს სადაც საუბარი შეეხებოდა მათი აზრით საქართველოს მდგრადი განვითარების მთავარ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს.