29 ნოემბერს, ჯიპას ფრონტლაინის კლუბში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტების რექტორებმა: ქალბატონმა მაკა იოსელიანმა და ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა. .
მემორანდუმის თანახმად ორივე მხარე ითანამშრომლებს სწავლების, კვლევის და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით. როგორც ორივე უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, ისინი მიესალმებიან უკვე არსებული თანამშრომლობის ოფიციალურ დონეზე გაფორმებას და იმედოვნებენ რომ მემორანდუმის ფარგლებში ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება.