2014 წელს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლას და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულფაკულტეტს (ჩეხეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სხვადასხვა სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, თანამშრომლობა ითვალისწინებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისსამართლისა და პოლიტიკის სკოლის და მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითპროგრამებს.
2017 წლის 1-8 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ლექტორმა ანა კოსტავამ, მასარიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე წაიკითხა ლექციათა კურსი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2014 და 2015 წლებში ჯიპას ლექტორებმა ლევან ნანობაშვილმა და გიორგი ხატიძემ მასარიკის უნივერსიტეტში წაიკითხესლექციათა კურსი მედია სამართალსა და საერთაშორისო საინვესტიციო სამართალში. მასარიკის უნივერსიტეტი წამყვანი და სიდიდით მეორე უნივერსიტეტიაჩეხეთის რესპუბლიკაში. ის დაარსდა 1919 წელს და ამჟამად უნივერსიტეტში სწავლობს 35000 სტუდენტი.