ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GIPA-სა და ნატოს საინფორმაციო ცენტრს შორის
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძემ და GIPA-ს რექტორი, მაკა იოსელიანი მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასა და აღნიშნულ სტრუქტურებზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით. მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი პროექტები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები და სხვ.
ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრაც, სადაც მხარეები თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობებს განიხილავენ.