GIPA-ში მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება.
18 ოქტომბერს, მმართველობის სკოლის სტუდენტებს, პარტია "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე შეხვდა.
სტუმარმა წარადგინა თბილისის განვითარების გეგმა ინოვაციური მიდგომებით. წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გამოყენებული იყოს ქალაქის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად და ა.შ.
შეხვედრა, ტრადიციულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.