საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გრძელდება მმართველობის სკოლის სტუდენტების მიერ რეიტინგით შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრის ციკლი.
2017 წლის 18 ოქტომბერს სტუდენტების შეხვდა „ევროპული საქართელო“-ს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია
ხოშტარიამ სტუდენტებთან ისაუბრა საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამასა და თბილისის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. მერობის კანდიდატმა აუდიტორიას გააცნო საკუთარი ხედვა ქალაქის ურბანული განვითარების, სოციალური პოლიტიკის, სატრანსპორტო პოლიტიკისა და ეკოლოგიური საკითხების შესახებ. შეხვედრის ბოლოს წარიმართა კითხვა-პასუხი რა დროსაც სტუდენტებმა ყველა მათთვის სიანტერეოს კითხვაზე მიიღეს ინფორმაცია.
მსგავსი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა მერობის კანდიდატებთან მომდევნო დღეებშც გრძელდება, დაწვრილებით ინფორმაცია და დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.