GIPA-ში თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. 11 ოქტომბერს ადგილობივი თვითმმართველობის, საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, თბილისის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, ზაალ უდუმაშვილი შეხვდა. მან სტუდენტებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, ისაუბრა თბილისში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევბზე და მათი აღმოფხვრის სამომავლო გეგმებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ სტუმრისათვის და ესაუბრათ მათთვის საინტერესო თემებზე.