ეთნოგრაფიულ მუზეუმში GIPA-ს ღია კარის დღე გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ GIPA-დან აცნობეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ დახვედრის ცერემონიაზე სტუდენტებსა და კოლეგებს 2017-2018 სასწავლო წლის დაწყება GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა და სხვადასხვა სკოლის დეკანებმა მიულოცეს.
რექტორმა პირველკურსელებს მოკლედ გააცნო GIPA-ს ისტორია, მისია და მიზნები, სტუდენტებს წარუდგინა ყველა სკოლის დეკანი და იმ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ ესაუბრა რასაც მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს უნივერსიტეტი.
„GIPA ყოველთვის იყო და არის მოწინავე საქართველოს განათლების სისტემაში და ის წინ უსწრებს ქვეყანაში არსებულ რეალობას, პირველი გეგმავს თანამედროვე სწავლების მეთოდებს და შემოაქვს დასვალური სტანდარტები ქვეყნის ბაზარზე“, -განაცხადა რექტორმა.
ღონისძიების მსვლელობისას გათამაშდა უნივერსიტეტის სამახსოვრო სუვენირები, რომელიც კამპანია #შენთვის ფარგლებში დამზადდა.