• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • არჩილ თალაკვაძე GIPA-ში

    09 ივნისი, 2017

    2017 წლის 9 ივნისს GIPA-ს საჯარო მმართველობის სტუდენტების ორგანიზებით პარლამენტის წევრი - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო პოლიტიკის ფორმირების არსებულ პრაქტიკასა და ძირითად გამოწვევებს, როგორ მიმდინარეობს აქტუალურ საკითხთა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოსვლა და გადაწყვეტილების მიღება; რა საერთაშორისო ფაქტორები ახდენენ გავლენას საჯარო სექტორის ფორმირებაზე და როგორია საკანონმდებლო ორგანოს როლი საჯარო სექტორის ფორმირებაში. არჩილ თალაკვაძემ შეხვედრისას ისაუბრა ორი წარმატებული რეფორმის შესახებ მისი საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან - C-ჰეპატიტის პროგრამის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების რეფორმა, სწორედ ამ მაგალითებზე უამბო მან სტუდენტებს აქტუალური საკიტხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გზებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა რა დროსაც სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის სიანტერესო საკითხების შესახებ. შეხვედრა დადებითად შეფასდა როგორც სტუდენტების ასევე თალაკვაძის მიერ, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და რამოდენიმე ერთობლივი ღონისძიება.