8 ივნისს GIPA-ს მმართველობის სკოლას ესტუმრა საქართველოს გენშტაბის უფროსი გენერალ -მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. სტუდენტებთან შეხვედრაზე განხილული იქნა სამხედრო აღმშენებლობის და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებული საკითხები. გენერალმა ჩაჩიბაიამ სტუდენტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის მისიის ფარგლებში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს შეირაღებულ ძალების მონაწილების მნიშვნელობას, როგორც გლობალური უსაფრთხოების დამყარებაში საქართველოს კონტრიბუციის ასევე საბრძოლო გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. შეხვედრის დასასრულს გენ. შტაბის უფროსმა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.