GIPA-ს ტრენინგებისა და კონსტულაციების ცენტრი ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების წევრი გახდა.
„ევროპის ტრენინგ ორგანიზაციების ქსელი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისათვის“ (ENTO) ევრო საბჭოს 47 ქვეყნის ორგანიზაციას მოიცავს.
ENTO არის არა-მომგებიანი ორგანიზაცია და მისი მისია დემოკრატიული ღირებულებებისა და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობაა ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების წარმომადგენლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით, რათა მათ უკეთესად შეძლონ თავიანთი მოვალეობების შესრულება სწრაფად ცვალებად სამყაროში.
ამ მისიის განხორციელებით, ENTO ცდილობს საჯარო ადმინისტრირების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრებას ევროპის მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე; ბოლო ათასწლეულის განმავლობაში, ამ რეგიონებში ტრენინგების ცენტრების თანამშრომლობა, ENTO- ს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანას წაროადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლებებისა და მათ საკითხებზე მომუშავე საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი(TCC) და მმართველობის სკოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი (LGC) ENTO-სთან ერთად ბევრ საინტერესო ინიციატივას გეგმავს.