კონფერენცია: „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, და , მაშასადამე, ვარ ევროპელი“. 2017 წლის 25 მაისს სასტუმრო HOLIDAY INN-ში, GIPA-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, და , მაშასადამე, ვარ ევროპელი“. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს გზა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და ის გადასადგმელი ნაბიჯები რაც ქვეყანას საბოლოო ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე აშორებს. გამომსვლელებმა იმსჯელეს ისეთ სფეროებზე როგორებიცაა: თავდაცვა, უსაფრთხოება, დიპლომატია, ეკონომიკა და სამართალი. გამომსვლელებს შორის იყვნენ: გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი მაკა იოსელიანი - საქართველოს ასაზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი არჩილ ყარაულაშვილი - სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ ურთიერთობებში თეონა აქუბარდია - საქართველოს უშუშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა - საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში. ირაკლი მენაღარიშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსი ალექსიშვილი - PMCG-ს აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ეკონომისტი მიხეილ დარჩიაშვილი - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კარიერული დიპლომატი, ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი დავით ჯანდიერი - იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი, ნინო ევგენიძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბათუ ქუთელია - მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში. არჩილ გერსამია - GIPA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე - საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, სრული პროფესორი ირაკლი ყიფიანი - ვენეციისა და პადოვას უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკონომისტი ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე - პრეზიდენტის მრჩეველი, დავით უსუფაშვილი - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გელა ჩარკვიანი - საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში და სხვ.