GIPA-ს სტუდენტების ნამუშევრები „EurasiaDoc Georgia 2017“-ისთვის შეირჩა
პროექტი EurasiaDoc-ი 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
„EurasiaDoc Georgia 2017”-ზე წარმოდგენილი ქართული პროექტებიდან ფრანგული ორგანიზაციის - Docmonde მიერ შეირჩა 6 დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომლებიც სცენარის განვითარების რეზიდენციაში მიიღებენ მონაწილეობას. შერჩეული 6 პროექტიდან, 3-ის ავტორი GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ნუნუკა ბრეგაძე, ზურა მამაგულიშვილი და მარადია ცაავა არიან.
პროექტის ავტორებისთვის ჩატარდება 12 დღიანი სცენარის განვითარების რეზიდენცია, სადაც საფრანგეთიდან მოწვეული ტრენერები დაეხმარებიან რეჟისორებს განავითარონ საკუთარი ფილმების სცენარები. რეზიდენცია დაგეგმილია ივნისში, აჭარის რეგიონში. პროექტს წარუძღვებიან ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი, ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი - მარიამ ჭაჭია.
აქვე წარმოგიდგენთ „EurasiaDoc Georgia 2017“ რეზიდენციისთვის შერჩეულ პროექტების სრულ ჩამონათვალს:
- ნანუკა ბრეგაძე - “სათამაშო მოედანი” (GIPA)
- ზურა მამაგულაშვილი - “რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?” (GIPA)
- მარადია ცაავა - “ჩემი მეზობელი” (GIPA)
- სალომე ლაცაბიძე - “მარცხნივ”
- ქეთევან ნოზაძე -“ წითელი ინდუსტრია”
- სალომე ალექსი-მესხიშვილი/ მარგო ზუბაშვილი - “რაც მაგონდება და როგორც მაგონდება”
“ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ საქმიანობაში”.