• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • Willem C. Vis სახელობის პროცესი

    08 მაისი, 2017

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სკოლის გუნდმა, სოფო შაბურიშვილის,
    ქეთევან არახამიას, ანა ბერიძისა და ქეთევან ხაზალიას შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო 24-ე 
    Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟისიმიტირებული სასამართლო პროცესის
    საერთაშორისო რაუნდებში, რომელიც გაიმართა 2017 წლის 7-13 აპრილს, ვენაში. გუნდის მწვრთნელები
    იყვნენ ჯიპას უნივერსიტეტის ლექტორი ანა კოსტავა და 23-ე -ე Willem C. Vis ის კონკურსის მონაწილე,
    ჯიპას გუნდის წევრი და ჯიპას სამართლის მაგისტრი, ირაკლი ჭილაია.

    Willem C. Vis სახელობის, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მიზანია 
    სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო კომერციულ სამართალსა და კომერციულ 
    არბიტრაჟში ცოდნის გაღრმავება. შეჯიბრი 1994 წლიდანყოველწლიურად ტარდება ავსტრიის დედაქალაქ 
    ვენაში და აერთიანებს სტუდენტებს, წამყვან პრაქტიკოს და მეცნიერ იურისტებსმსოფლიოს სხვადასხვა 
    ქვეყნიდან. კონკურსი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ამავე დროს ყველაზე 
    ფართომასშტაბის ღონისძიებად საერთაშორისო კომერციულ სამართალში.2017 წელს კონკურსში 
    მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობასამართლის სკოლების, კერძოდ 324 სამართლის სკოლა 
    მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

     

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი Willem C.Vis ის სახელობის შეჯიბრში წარმატებულ  
    მონაწილეობას უკვე მესამეწელიწადია იღებს. წლევანდელი შეჯიბრის ფარგლებში GIPA-ს გუნდი შეხვდა 
    Hofstra University,Colegio Universitario de Estudios Financieros (CUNEF)University of Auckland,
    და Hopkins-Nanjing Center უნივერსიტეტების გუნდებს. მათ არბიტრებისგანმაღალი ქულები და დადებითი 
    შეფასებები დაიმსახურეს.

    ჯიპა მადლობას უხდის გუნდის მწვრთნელებს გაწეული დახმარებისთვის. ასევე დიდ მადლობას ვუხდით
    გუნდის სპონსორებს: Dechert LLP, ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები, და JMK Legal Consulting.