Philip C. Jessup International Law Moot Court Competition
ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოს საერთაშორისო შეჯიბრზე მონაწილეობა მიიღო.
ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მაშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული პროცესია, სადაც 550-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 80-ზე მეტი ქვეყანიდან. კონკურსის ფორმატი მოიცავს ქვეყნებს შორის სიმულაციურ დავას საერთაშორისო სასამართლოსა და გაერთინაებული ერების ორგანიზაციის სასამართლო ორგანოს წინაშე.
1997 წელს საქართველოდან წარდგენილმა გუნდმა პირველად მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ეროვნული შეჯიბრის ყოველწლიურად ჩატარებას. Jessup-ის სახელობის შეჯიბრში მონაწილე GIPA-ს გუნდმა, რომელიც შედგებოდა ქეთევან გივიშვილის, ნატა კოკოლაშვილის, ლარა ნაჭყებიასა და ანი რუხაძისგან, GIPA-ს პირველი გუნდია რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში და ეროვნულ შეჯიბრზე პირველი ადგილი დაიკავა. გუნდი აპრილში გაემგზავრა ვაშინგტონში და მონაწილეობა მიიღო Jessup-ის ფინალურ შეჯიბრში.
წლევანდელ შეჯიბრში სარეკორდო 145 გუნდი მონაწილეობდა. GIPA-ს გუნდმა ითამაშა 4 გუნდის წინააღმდეგ: მაკაუ, ინდოეთი, საფრანგეთი და კოსტა რიკა. აქედან 3 თამაში წარმატებით მოიგეს. ზეპირი გამოსვლების დროს გუნდს მსოფლიო ფინალისტებმა უმსაჯეს და მათგან ძალიან მაღალი შეფასებები მიიღეს. გუნდი ზეპირ გამოსვლებში 43-ე ადგილზე გავიდა რაც გუნდის დიდი წარმატებაა. ზეპირი გამოსვლების გარდა გუნდმა წერით ნაწილშიც უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს და გავიდა 38-ე ადგილზე.
მსგავსი შედეგის მიღწევა გუნდის მწვრთნელის უდიდესი ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც GIPA განსაკუთრებულ მადლობას უხდის თინა გოლეთიანს.