#LIBART-ი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიცირებული პროექტია. პროექტი #LIBART-ი მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებებისა და ლიბერალური ხელოვნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. პროექტის ფარგლებში იგეგმება საჯარო ლექციათა ცილი, რომელსაც GIPA-ს ლექტორები გაუძვღვებიან.
შაბათს, 29 აპრილს ჯიპას სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ჩატარდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, ქეთი მუხიგულის საჯარო ლექცია - ,,სახელმწიფოს მართვის თეორიები". ლექცია მოიცავდა, ისეთი თანამედროვე და ანტიკური ფილოსოფოსების თეორიებს როგორებიც იყვნენ - პლატონი,არისტოტელე, მაკიაველი, ჰობსი. დაისვა უამრავი შეკითხვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან.