• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს სტუდენტები JTEC-ში

    29 მარტი, 2017

    სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს მასპინძლობა ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და JTEC-ს მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა გაუწიეს. ახალგაზრდებმა JTEC-ის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. მაგისტრანტებს ცენტრის დაარსების ისტორიის, მისიის, ამოცანებისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა. მოგვიანებით, GIPA-ს სტუდენტები სიმულაციური სწავლების ცენტში იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.