#LIBART-ი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიცირებული პროექტია.
პროექტი #LIBART-ი მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებებისა და ლიბერალური ხელოვნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. პროექტის ფარგლებში იგეგმება საჯარო ლექციათა ცილი, რომელსაც GIPA-ს ლექტორები გაუძვღვებიან.
შაბათს 25 მარტს, ჩატარდა #LIBART-ის პირველი საჯარო ლექცია სადაც ლევან ზარდალიშვილმა ისაუბრა ტყუილის ხელოვნებაზე. ლექციაზე საუბარი იყო რატომ ვიტყუებით, როგორ მივხვდეთ როცა გვატყუებენ და როგორ მივხვდეთ სხეულის ენის მეშვეობით ადამიანი იტყუება თუ სიმართლეს ამბობს. ლექციაზე განხილული იყო ასევე სხეულის ენის როლი კომუნიკაციის დროს.