GIPA Portfolio Review 2017

28 მარტი, 2017

GIPA Portfolio Review – სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის

GIPA კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ფრონტლაინ კლუბ საქართველოში“ GIPA Portfolio Review გაიმართა, სადაც შემოქმედებითად მოაზროვნე აბიტურიენტებს  მიეცათ შესაძლებლობა წარმოადგინათ თავიანთი ნაშრომები ჩანახატების, ილუსტრაციების, ფოტო, ვიდეო, გრაფიკული ან ციფრული დიზაინის სახით, მათ ქონდათ საშუელება გაეარათ კონსულტაცია პროფესიონალებთან და რაც მთავარია მოიპოვებინათ სწავლის დაფინანსება აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე.

Portfolio Review-ს სამუშაო პროცესში ჩართულები არიან, კრეატიული ინდუსტრიების მოქმედი არტ დირექტორები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, რეჟისორები, რომლებიც ჩვენს პოტენციურ სტუდენტებს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას და აფასებდნენ მათ კრეატიულ ნამუშევრებს, ესენი არიან:

 

-         გიორგი პოპიაშვილი - არტ დირექტორი

-         ირაკლი ღარიბაშვილი - CG არტისტი/QUBITZ

-         ნიკა კუმბარი - არტ დირექტორი/LEAVINGSTONE

-         სანდრო მელია - კრეატიული დირექტორი/GOLDEN FOX

-         კახა კახაძე - დიზაინერი

-         ლელი ბლაგონრავოვა - ფოტოგრაფი

-         დიმა ჩიკვაიძე - ფოტოგრაფი

-         სანდრო ციცქიშვილი - არტ დირექტორი

-         ნინო ორჯონიკიძე - პროდიუსერი/რეჟისორი/ARTEFACT PRODUCTION

-         ბექა მეფარიშვილი - კრეატიული დირექტორი/კოპირაიტერი/WINDFORS

            http://portfolioreviewtbilisi.gipa.ge/#/reviewers

 

თავის მხრივ, აბიტურიენტებს, მთელი დღის მანძილზე, ჰქონდათ საშუალება პირადად გასაუბრებოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალისტს, ეჩვენებინათ თავიანთი ნამუშევრები და მათგან მიეღოთ პროფილური რჩევები.

ჟიურიმ მონაწილეებისგან 4 საუკეთესო პორფოლიოს ავტორი დაასახელა, ესენი არიან:

I ადგილი -ლუკა ივანიძე

II ადგილი - შაქრო მურმანიშვილი

III ადგილი - ერეკლე ჩაგელიშვილი

IV ადგილი - მარიამ სონღულაშვილი

გამარჯვებულების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა იდეის განვითარებასა და კონცეფციაზე, ისინი დაჯილდოვდნენ 1000 ლარიანი ვაუჩერით GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე პირველი წლის სწავლის დასაფინანსებლად. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ყურადღება გამახვილდება იდეასა და განვითარების კონცეფციაზე.

GIPA წარმატებებს უსურვებს მათ ეროვნულ გამოცდებზე.