პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ხელშეწყობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 31 მარტს, 18:00 საათზე მედია კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:
რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ადამიანის უფლებები მიმართულებით საკონსტიტუციო რეფორმისგან
მოხსენებას წაიკითხავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადამიანის უფლებების კურსის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის ბოლოს შეიქმნა. მასში კონსტიტუციური ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედიან. ამ დრომდე კომისიის სამუშაო ჯგუფებმა პირველი და მეორე რაუნდის შეხვედრები დაასრულეს და ბოლო, მესამე რაუნდისთვის ემზადებიან. მომხსენებელი ისაუბრობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მიმდინარე პროცესებზე, იმ ინიციატივების შესახებ რომელზეც კონსენსუსი კომისიის შეხვედრების მეორე რაუნდის შემდეგ გამოიკვეთა. PROLoG-ის პროექტის იმპლემენტაციას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), რომელიც ფინანსდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის ქ. 62