GIPA და საქართველოს პროკურატურა

28 თებერვალი, 2017

GIPA-სა და საქართველოს პროკურატურას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა;

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს პროკურატურასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებასა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობას.

ღონისძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა, მას მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები, მიმართულების ხელმძღვანელები, სხვა და სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ხოლო GIPA-ს მხრიდან კი, რექტორი და სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანი ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნო მიმდინარე პროექტები, უწყების პრიორიტეტები და არსებული სტაჟირების სისტემა.  მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის ხელშეწყობაზე.

 

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.