GIPA-ს გუნდის წარმატება ფილიფ ჯესაპის სახელობის ეროვნულ შეჯიბრზე
GIPA-ს გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოს ეროვნულ შეჯიბრზე I ადგილი დაიკავა.
ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი (Philip C. Jessup International Law Moot Court Competition) მსოფლიოში ყველაზე მაშტაბური და პრესტიჟული იმიტირებული პროცესია, სადაც 550-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 80-ზე მეტი ქვეყანიდან. კონკურსის ფორმატი მოიცავს ქვეყნებს შორის სიმულაციურ დავას საერთაშორისოო სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასამართლო ორგანოს წინაშე.
1997 წელს საქართველოდან წარდგენილმა გუნდმა პირველად მიიღო შეჯიბრებაში მონაწილეობა, რამაც ეროვნული შეჯიბრის ყოველწლიურად ჩატარებას ჩაუყარა საფუძველი. ფილიპ ჯესაპის სახელობის შეჯიბრში მონაწილე GIPA-ს გუნდი, რომელიც საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტების, ქეთევან გივიშვილის, ნატა კოკოლაშვილის, ლარა ნაჭყებიასა და ანი რუხაძისგან შედგება, GIPA-ს პირველი გუნდია, რომელმაც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო.
ეროვნული რაუნდებისთვის მონაწილე გუნდები სხვა და სხვა უნივერსიტეტებიდან სექტემბრიდან ემზადებოდნენ პროცესისთავის, შეჯიბრმა ძალიან კონკურენტულ გარემოში ჩაიარა. ფინალურ რაუნდში უნივერსიტეტის გუნდები უცხოელმა მოსამართლეებმა შეაფასეს და მათი გადაწყვეტილებით, ეროვნულ შეჯიბრზე I ადგილი სწორედ GIPA-ს გუნდმა დაიკავა.
GIPA-ს გუნდი აპრილში ვაშინგტონში გაემგზავრება და “JESSUP”-ის ფინალურ შეჯიბრში, საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ GIPA-ს გუნდმა ასევე საუკეთესო მემორანდუმის ტიტული დაიმსახურა, გუნდის მონაწილეები, კერძოდ - ლარა ნაჭყებია და ანი რუხაძე კი, საუკეთესო მომხსენებლებად დასახელდნენ.
მსგავსი შედეგის მიღწევა გუნდის მწვრთნელის უდიდესი ძალისხმევის შედეგია, რისთვისაც GIPA განსაკუთრებულ მადლობას უხდის თინა გოლეთიანს.