• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს საერთაშორისო კონფერენცია

    24 თებერვალი, 2017

    „ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით“.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით, 23 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა: დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა საგანმანათლებლო საქმიანობის გზით“.  კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    კონფერენციის გახსნით სესიაზე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით  მიმართეს:

    GIPA-ს რექტორმა - მაკა იოსელიანმა  

    საქართველოს პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა

     

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - იანოშ ჰერმანმა

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში - იან კელიმ

    იტალიის ელჩმა საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ;

    გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების, მათ შორის, GIPA-ს როლს ეფექტური მმართველობის ღირებულებების დამკვიდრებაში ქართულ საჯარო სექტორსა და საზოგადოებაში; ასევე ხაზი გაესვა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი გზების დასახვის მნიშვნელობას. გახსნითი სესიის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს GIPA-სა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (იტალია) შორის.

    კონფერენციაში მონაწილეობას იღებდენ მკვლევარები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებიდან; კონფერენციის თემები მოიცავდა თანამედროვე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეფექტური მმართველობითი მექანიზმების სწავლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით; საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო კურსების განვითარებას; საჯარო მოხელეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღვივებას პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით; ეთიკური ქცევითი მოდელების დამკვიდრებას საჯარო სამსახურში.

     

    დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ