საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. ამ სიას შეემატა მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა (MSM), რომელიც GIPA-სთან ითანამშრომლებს სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ბიზნეს ადმინისტრირებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში.
მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასა (MSM) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA), შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სექტემბერში მოეწერა ხელი ჰოლანდიაში, სადაც ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენლები.
MSM მეწარმეობის (Entrepreneurship) მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს მსოფლიოში და ასევე ისეთი საერთაშორისო აკრედიტაციების მფლობელია, როგორიც არის: Association of Master of Business Administration (AMBA), International Assembly for Collegiate Business Education (IACBE), Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP) და ა.შ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთი თვით გაემგზავრონ მაასტრიხტში, სადაც ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად გაივლიან სამი მოდულიდან ერთ-ერთს, რომელებიც არის:
- მეწარმეობა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრები
- ბუღალტერია და ფინანსები
- საერთაშორისო ბიზნესი და მდგრადი განვითარება
ამასთანავე ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, როგორიც არის ჰოლანდიურ კომპანიაში ვიზიტები, პრაქტიკული სამუშაოები, გასვლითი ღონისძიებები და ა.შ.