კვირას, 27 ნოემბერს, კლუბ ფრონტლაინში მართვის ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო პროგრამის მსმენელებს ჩაუტარდათ პროგრამის შემაჯამებელი მასტერკლასი დროისა და მიზნების მენეჯმენტში.
შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი და ბიზნეს-ტრენერი, თათია ტურაშვილი. ხუთ საათიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის პრაქტიკული დავალებები. ასევე, იმსჯელეს დროისა და მიზნების მენეჯმენტის მნიშვნელოვან ასპექტებზე.
შეხვედრის ბოლოს მსმენელებს, სასერტიფიკატო პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის, გადაეცათ სერტიფიკატები.
მართვის ფსიქოლოგიის სასერტიფიკატო პროგრამა ჯიპაში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 60 ზე მეტ კურსამთავრებულს ითვლის.