18 ნოემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი. კონფერენცია დააფინანსა ფრიდრიხ ებერტის ფონდმა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების, სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების მაგისტრანტები და დოქტორანტები.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ბიუროს ხელმძღვანელი იულია ბლეზიუსი, კონფერენციის კოორდინატორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი ნათია ჭიღვარია , აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული. ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების მნიშვნელობა ს, როგორც ახალგაზრდა მკვლევართა წარმოჩენისა და მათი პროფესიული ზრდის საშუალებას. ნაშრომები შეფასდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ. საუკეთესო მოხსენებები დაჯილდოვდა და და დაიბეჭდა სამეცნიერო ნაშრომების კრებულში. ღონისძიება დასრულდა .კონფერენციის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემით.